ვიქტორ ორბანი - ბრიუსელი მიიღებს იმას, რაც სურს: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, გავგზავნით ბრიუსელის მთავარ მოედანზე

ჩვენ გავაგზავნით მიგრანტებს ბრიუსელის Grand-Place-ზე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„თუ ბრიუსელი დაჟინებით განაგრძობს ჩვენი დასჯის გადაწყვეტილებას, ის მიიღებს იმას, რაც სურს: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, ბრიუსელის მთავარ მოედანზე წავიყვანთ“, - აღნიშნა ორბანმა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელმაც ბუდაპეშტი ევროკავშირის თავშესაფრის წესების დარღვევისთვის 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

მისი თქმით, თავისუფალი მოგზაურობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, რაშიც მან იგულისხმა გერმანიის გადაწყვეტილება ქვეყნის საზღვრებზე დროებით კონტროლის შემოღებასთან დაკავშირებით და ასევე საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის მიშელ ბარნიეს პოზიცია საფრანგეთის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე.

ორბანის მტკიცებით, „ყველაფერი რაც მათ უნდა გაეკეთებინათ“ ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად იყო მიებაძათ უნგრეთის მაგალითისთვის მიგრანტების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. უნგრეთის პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტის პოლიტიკა სწორი აღმოჩნდა, ის მაინც ისჯება "ევროპის საზღვრების დაცვისთვის".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება