ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც, მისივე შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა ამყარებს.

„გულწრფელად გილოცავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ხალხთა შორის ძლიერ კავშირებთან ერთად, უამრავ შესაძლებლობას უქმნის ორივე ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაფართოებას და გაძლიერებას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება