ოთარ შამუგია - ინვესტიცია განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში

ქობულეთში, ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აგრარული დარგის განვითარებისთვის.

„ქობულეთში ციტრუსის გადამმუშავებელი ახალი საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. განხორციელდა უცხოური ინვესტიცია, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში. ყოველწლიურად რეგიონში 10-15 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავება ხდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თანამედროვე საწარმოს ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერებისგან ციტრუსის მიღებას და გადამუშავებას, შემდგომ დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს, რომლის ექსპორტი განხორციელდება, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე, შესაბამისად, შეიქმნება დამატებული ღირებულება. ასეთი მასშტაბის პროექტები ჩვენი ქვეყნისთვის, სოფლის მეურნეობისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ მივესალმებით და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ინვესტორებს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმო სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის.

„კომპანიას ასევე აქვს სამაცივრო მეურნეობა 3000 ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად. კომპანია მზადაა, უკვე მიმდინარე წელს ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდოს მანდარინი და გადაამუშაოს.

ქობულეთის საწარმოში ქართულ-სლოვაკური ინვესტიცია კომპანიამ „შპს იბერია ორბი“ განახორციელა. ამ ეტაპისთვის, 3,5 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯა, თუმცა კომპანია დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება