საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი - საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი ბუნება, კლიმატური პირობები, მთები და კარგი ტურისტული პოტენციალი

მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარებას ღონისძიების მონაწილე საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ალ ხატეები აფასებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჰმედ ალ ხატეების განმარტებით, ქვეყანაში ყველაზე გასაოცარი ქართველი ხალხია.

„წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა. ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა, რათა ტურისტებს ვუბიძგოთ იმოგზაურონ, სხვადასხვა ერებს ვუბიძგოთ ერთმანეთთან კონტაქტი დაამყარონ. ძველ თბილისში სეირნობისას უამრავი ტურისტი ვიხილე, ისინი ქალაქის სილამაზით ტკბებოდნენ. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი ბუნება, კლიმატური პირობები, მთები. აქ ზამთარში შესაძლებელია თხილამურებით სრიალი, გაქვთ უგემრიელესი კერძები. ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი, ქართველი ხალხია. ჩამოსვლის მომენტიდან აქ გვიღიმიან, ძალიან ხელგაშლილები არიან და ყველაფერში გვეხმარებიან“,- განაცხადა აჰმედ ალ ხატეებმა.

საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრმა ინვესტიციებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ფულს ვაბანდებთ და ვაშენებთ ახალ სასტუმროებს, ახალ ტურისტულ ადგილებს, ახალი გამოცდილებებისათვის, ვასაქმებთ ახალგაზრდა ხალხს, რათა ჩამოსულ სტუმრებს მოემსახურონ. საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის დახმარებით“, - განაცხადა აჰმედ ალ ხატეებმა.

თბილისში გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვივნენ, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია