ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

„სამხრეთ ლიბანში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, „ჰეზბოლას“ მებრძოლები თავდასხმებისთვის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად იყენებენ”, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, ავიჩაი ადრეი.

ამასთან, „ჰეზბოლას“ ცნობით, დაჯგუფებამ მეტულაში, ისრაელის ჯარისკაცების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მცირე მასშტაბის სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება