ლევან სანიკიძე - დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა - მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის

დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა, ის ისჯება იმისთვის, რაც არ დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ისჯება იმ წარმატებისთვის, რასაც ქართველ ხალხთან ერთად 2003-12 წლებში მიაღწია და მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წლის გასვლას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითია.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ვფიქრობ, აღარავის ეპარება ეჭვი პოლიტიკური ნიშნით მის პატიმრობაში. არა მხოლოდ პატიმრობაში, არამედ ტყვეობაში. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილისა და პირადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ტყვე. ამაზე საუბრობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, მიღებულია არაერთი რეზოლუცია, მოვისმინეთ ამერიკის სენატის, კონგრესის წარმომადგენელთა განცხადებები, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითი, რისი მსხვერპლიც არის მიხეილ სააკაშვილი. ის ისჯება იმისთვის, რაც არ დათმო რუსეთს 2008 წელს, იმისთვის, რომ უარი არ თქვა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და მეტიც, 2008 წლის შემდეგ მან გააგრძელა ახალი, ძლიერი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ის ისჯება იმ წარმატებისთვის, რაც მან ქართველ ხალხთან ერთად, 2003-დან 2012 წლამდე შექმნა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გზა გადის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე. 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება საქართველო, რაც უარს იტყვის იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რაშიც ჩვენი ქვეყანა არის დღეს მოქცეული, დაუბრუნდება ევროკავშირის გზას, შესაბამისად, გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილიც, ვინაიდან და რადგანაც, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, იმ ქვეყნებში, სადაც ისწრაფვიან დასავლეთისკენ, პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის