ნატოს ახალი გენერალური მდივანი - მე სამი პრიორიტეტული მიმართულებით ვიმუშავებ

იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა მარკ რუტეს ოფიციალურად გადააბარა.

„მე სამი პრიორიტეტული საკითხის მიმართულებით ვიმუშავებ. პირველი, ეს ძლიერი ნატო-ს შენარჩუნებაა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი თავდაცვა ეფექტური და საიმედო დარჩეს. ეს მეტ ინვესტიციას მოითხოვს, რადგან მეტის გასაკეთებლად მეტი უნდა დავხარჯოთ. ჩემი მეორე პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-სთან დაახლოებაა, რადგან ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე ევროპაში ხანგრძლივი უსაფრთხოება ვერ იქნება. მესამე პრიორიტეტი პარტნიორობის გაძლიერებაა, ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორთან, ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს იზიარებენ“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს