„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი  ვარლამ ლიპარტელიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ წინუბნის მოსახლეობას შეხვდა.

„დელეგატი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო. შეხვედრის მონაწილეებმა მთელი სოფლის სახელით ითხოვეს სოფლის სტადიონის რეაბილიტაცია, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ სტადიონის რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია და უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.

ვარლამ ლიპარტელიანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მოხერხდება მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარანტი კი არის „ქართული ოცნება“.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონული საარჩევნო შტაბის უფროსი კახა სამხარაძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება