კახა კალაძე - დასავლელ პარტნიორებს კი არ ვაკრიტიკებთ, თავს და ქვეყანას ვიცავთ - ის ნაბიჯები რომ გადაგვედგა, რასაც მოგვიწოდებდნენ, აქ კი არ ვიდგებოდით ბაღის გახსნაზე, ვიქნებოდით სარდაფებში და ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა

[დასავლელ პარტნიორებს] კი არ ვაკრიტიკებთ, თავს და ქვეყანას ვიცავთ - ის ნაბიჯები რომ გადაგვედგა, რასაც მოგვიწოდებდნენ, წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა იქნებოდა? აქ კი არ ვიდგებოდით ბაღის გახსნაზე, ვიქნებოდით სარდაფებში და ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი თავს და ქვეყანას იცავს იმ ბოროტებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც „ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოგვიწოდებდა“.

„კი არ ვაკრიტიკებთ, თავს ვიცავთ და ვიცავთ ქვეყანას. ვისგან და იმ ბოროტებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც მოგვიწოდებდა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. იგივე [რუსეთთან მიმართებით] სანქციების მიერთებაზე. შენ რომ რამე შეგეშალოს და გადაგედგა ეს ნაბიჯები, წარმოგიდგენიათ

რა მდგომარეობა იქნებოდა? - აქ კი არ ვიდგებოდით ბაღის გახსნაზე, ვიქნებოდით სარდაფებში და ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა. შეიძლება სახელმწიფოებრიობაც დაგვეკარგა. პოლიტიკოსობა მარტო ის კი არ არის, რომ იარაღი აიღო ხელში და იომო, პოლიტიკოსი იმიტომ ხარ, რომ შენს ქვეყანას უბედურება აარიდო. იმიტომ გირჩევს ხალხი რომ ისეთი პოლიტიკა გაატარო, რომ დაიცვა შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და არა რომლითაც დიდ ქვეყანას გაატარებინო თავისი ინტერესი, ისე რომ შენ დაინგრე, გაუბედურდე“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება