პაატა მანჯგალაძე -  ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ გურიას სიღარიბე და უმუშევრობა მოუტანა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ყველა გურულს ევროპული პასპორტი და პენსია ექნება

სიღარიბე, უმუშევრობა და წასული ადამიანები, დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, თხილის მაფია - აი, ეს არის ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის შედეგი გურიაში, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ოზურგეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გურიაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას გამოეხმაურა

მანჯგალაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საპენსიო დავალიანებები, თხილის მაფია და უმუშევრობის პრობლემა გურიაში დასრულდება.

„მთავარი კითხვა ახლა არის, რა მოუტანა ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ საქართველოს და კონკრეტულად გურიას? - სიღარიბე, უმუშევრობა და წასული ადამიანები. დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, აი, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგი. თხილის მაფიაა ადგილზე, რომელიც ძალიან იაფად იძენს გლეხის ნაშრომს და ნარკომაფია. აი, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგი.

„ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ დავამარცხოთ სიღარიბე, როგორ გავხადოთ პენსია 1000 ლარი, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, ჩამოვაწეროთ პენსიონერებს უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტიდან გამომდინარე დაგროვილო დავალიანება, საპენსიო დავალიანების განულება, დავამარცხოთ თხილის მაფია, - ეს ის საკითხებია, რის მოგვარებასაც ჩვენ ვაპირებთ გურიაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

პირველი, ეს არის ევროპული პასპორტი, რომელიც ექნება ყველა გურულს და ყველა ქართველს, ყველას ექნება ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არჩევნები არის იმაზე, თუ სად გვინდა ცხოვრება, სიღატაკეში, თუ განვითარებულ და ევროპულ ქვეყანაში“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება