ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობის“ სია კარგად გვაჩვენებს, თუ როგორია ამ პარტიაში გავლენების და ძალაუფლების დაყოფა - „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაასამართლებს ამ დანაშაულებრივ პარტიას

„ნაციონალური მოძრაობის“ სია კარგად გვაჩვენებს, თუ როგორია ამ პარტიაში გავლენების და ძალაუფლების დაყოფა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ „აუცილებლად, ქართველ ხალხთან ერთად გაასამართლებს ამ დანაშაულებრივ პარტიას“.

„ეს სია დაკომპლექტებულია ერთი მხრივ, კეზერაშვილის ფინანსებით მიღებული ძალაუფლებით და იმ ადამიანებით, რომელიც კეზერაშვილის კვოტით არიან იქ მოხვედრილი, მეორე მხრივ კი, სააკაშვილის გავლენებით იმიტომ, რომ ეს პარტია სააკაშვილის, იმ მავნებლური და ძალადობრივი რეჟიმის სახეა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ფულით თუ გავლენებით ხვდებიან ადამიანები „ნაცმოძრაობის“ სიაში და რა დაპირისპირება არის, ეს გოგავას შემთხვევაში იქნება, ეძგვერაძის თუ სხვადასხვა დინებები, რომელიც მიმდინარეობს. ეს პარტია განასახიერებს იმ უმძიმეს წლებს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ საზოგადოებას შეუქმნა. იმ უმძიმეს რეალობას, რომლის გამოც 2012 წლიდან დღემდე ისჯება და კიდევ ერთხელ დაისჯება დაბალი რეიტინგით, იმით, რომ ვერ გაიმარჯვებენ. „ქართული ოცნება“ აუცილებლად, ქართველ ხალხთან ერთად გაასამართლებს ამ დანაშაულებრივ პარტიას“,- განაცხადა წილოსანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა