ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელ პირებს აფხაზეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა და იმერეთის მხარეში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისათვის.

„დღეს ჩვენ ვესტუმრეთ იმერეთის რეგიონს. ეს იყო აფხაზეთის მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. იმერეთს ძალიან დიდი დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები აქვს. შესაბამისად, ჩვენი კომუნიკაცია ადგილზე ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების კუთხით“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე