კახა კალაძე - პრეზიდენტი ჩვეულებრივ სააგიტაციო კამპანიას ეწევა, პირდაპირ ჩართულია არჩევნებში - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გამძაფრდება თეთრზე შავის ძახილი, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა

პრეზიდენტი ჩვეულებრივ სააგიტაციო კამპანიას ეწევა, პირდაპირ ჩართულია არჩევნებში - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გამძაფრდება თეთრზე შავის ძახილი, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს გამოეხმაურა.

კალაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის „ვოიაჟი“ არ უკვირს.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის. ადამიანი არღვევს კონსტიტუციას. ის პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და ის ჩვეულებრივ სააგიტაციო კამპანიას ეწევა. პირდაპირ ჩართულია არჩევნებში. არა მხოლოდ ის, ასევე, გარედანაც ვხედავთ რა განცხადებები კეთდება. თვითონაც ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ მალავს აღნიშნულს და პირდაპირ საუბრობენ, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გამძაფრდება ამ ტიპის განცხადებები, კიდევ უფრო გამძაფრდება თეთრზე შავის ძახილი, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ეს მოცემულობა გვაქვს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ქართველი ხალხი ამ ყველაფერს, ამ ბოროტებას, ამ სიცრუის კამპანიას 26 ოქტომბერს გასცემს შესაბამის პასუხს,“ - განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება