გიორგი ჩაკვეტაძე - 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა - წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის იდეალები, რომლის გარშემოც 2012 წელს გაერთიანდა ხალხი, დღესაც დასაცავია. ასევე, გასაფრთხილებელია თავისუფლების ის ატმოსფეროც, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან საქართველოს ქალაქებში შეიქმნა.

„2012 წლის 1-ელი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. წინ, ახალი გამარჯვებები გველოდება, რისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

12 წლის წინ, უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. არჩევნებზე ხმას პირველად ვაძლევდი და სრულად გათვითცნობიერებული მქონდა რას ნიშნავდა ქართული ოცნების მხარდაჭერა.

ის იდეალები, რომლის გარშემოც მაშინ გავერთიანდით, დღესაც დასაცავია. გასაფრთხილებელია თავისუფლების ის ატმოსფეროც, რაც 1-ელი ოქტომბრიდან საქართველოს ქალაქებში შეიქმნა.

მინდა, ეს დღე მივულოცო ქართული ოცნების თითოეულ წევრს, ჩვენს მხარდამჭერებსა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

მჯერა, 26 ოქტომბერსაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას”,- წერს გიორგი ჩაკვეტაძე facebook-ზე, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება