ბადრი ბასიშვილი - ოჯახის 10 წევრიდან დღეს 9 ემიგრაციაშია, ასეთი ოჯახები უამრავია, რაც იმას მოწმობს, რომ "ოცნებამ" ხალხი მიატოვა

ოჯახის 10 წევრიდან დღეს 9 ემიგრაციაშია, ასეთი ოჯახები უამრავია, რაც იმას მოწმობს, რომ "ოცნებამ" ხალხი მიატოვა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ბადრი ბასიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი „ქართულმა ოცნებამ“ მიატოვა და მაგალითად ნოდარ გოდელაშვილის ოჯახი მოიყვანა. ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, ნოდარ გოდელაშვილის ოჯახის, ყველა წევრი ემიგრაციაშია.

„ასიათასობით ჩვენი მოქალაქე იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და ბატონი ნოდარის მაგალითი ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ოჯახები საქართველოში: მისი ოჯახის 10 წევრიდან დღეს, სამწუხაროდ, 9 ემიგრაციაშია და ბატონი ნოდარი მარტო დარჩა ამ სახლში, რომელიც, ფაქტობრივად, თავზე ენგრევა.

ამიტომ, ჩვენი მიზანია, 26 ოქტომბრის შემდეგ, ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული, მილიარდიანი ფონდიდან დავეხმაროთ ჩვენს ემიგრანტებს, რათა დაბრუნდნენ სამშობლოში.

ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები, რათა არჩინონ ოჯახები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა დარჩება კატასტროფული, რადგან არსებობს მუნიციპალიტეტები, სადაც 7-ჯერ და 10-ჯერ არის შემცირებული შობადობა, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ეს კატასტროფული სიტუაცია შეიცვლება და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გადარჩება“, - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

გორის რაიონის სოფელ სვენეთში მცხოვრები ნოდარ გოდელაშვილის თქმით კი, ხუთ წელზე მეტია, თავისი ოჯახის 9 წევრი არ უნახავს.

„ხუთი წელიწადი ხდება, ოჯახი არ მინახავს, მეხუთე წელია, ბავშვებს დანატრებული ვარ. განა ისე არის, რომ ინტერნეტი ჩართო და სხვაგან უცქირო - ფინანსებიც არ არის, რომ ინტერნეტი ჩავრთო. ორი წლისა ხდება ერთი შვილიშვილი, მეორე წლისა - თვალითაც არ მინახავს ჯერ. აგერ, ამ სახლს რომ ხედავთ, 40 განცხადება მქონდა დაწერილი მერიაში, წინა მერით დაწყებული, ხინჩეგაშვილით დამთავრებული. რამდენჯერაც ჩავედი, მეუბნებოდნენ, ფინანსები არა გვაქვსო და მე ის მიკვირს, თუ ფინანსები არა აქვთ, ამ მილიონნახევრიანი მანქანებით როგორ დარბიან? ხომ უნდა გამოუყონ ბიუჯეტიდან ხალხს და ხომ უნდა გაუწიონ თანადგომა?

ან კიდევ, 2011 წელს რომ გვპირდებოდა, ქარხნებს გავხსნი, სად არის? ერთი ქარხანა მანახონ გორში, რომ მივიდეს ადამიანი და იმუშაოს, რომ მე ჩემი ცოლ-შვილი არ გამეშვა ემიგრაციაში და ყოფილიყვნენ ჩემთან ერთად.

ამ ნაბიჯის გადადგმა გაჭირვებამ მაიძულა, რადგან ბავშვებს ვერაფერს ვუკეთებდით: საჭმელი უნდა, ტანსაცმელი, სკოლაში ჩანთა უნდა, წიგნი უნდა და ყველაფერი ფული ღირს", - განაცხადა ადგილობრივმა ნოდარ გოდელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს