ისრაელი ლიბანის 30-მდე სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს - „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ცნობები ისრაელის ძალების ლიბანში შესვლის შესახებ სიცრუეა

ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ სამხრეთ ლიბანის 30-მდე სასაზღვრო სოფლის მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ და მდინარე ავალის ჩრდილოეთით გადასვლისკენ მოუწოდა.

„ისრაელის თავდაცვის ძალებს არ სურს ზიანი მოგაყენოთ და თქვენივე უსაფრთხოებისთვის სასწრაფოდ უნდა მოახდინოთ თქვენი სახლების ევაკუირება“, - განაცხადა ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ისრაელი მოსახლეობას შეატყობინებს, როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.

ამასთან, „ჰეზბოლა“ უარყოფს ინფორმაციას, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები ლიბანში შევიდნენ და აცხადებს, რომ თუ ისინი საზღვარს გადაკვეთენ, „ჰეზბოლას“ მებრძოლები მზად არიან პირდაპირი დაპირისპირებისთვის.

ჰეზბოლას სპიკერმა მოჰამედ აფიფიმ თქვა, რომ ცნობები, თითქოს ისრაელის ჯარები ლიბანში შევიდნენ, "ცრუ პრეტენზიაა".

Associated Press-ის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა, მუჰამედ აფიფიმ განაცხადა, რომ „ცნობები ისრაელის ძალების ლიბანში შესვლის შესახებ, ცრუ პრეტენზიებია“.

„მზად ვართ პირდაპირი დაპირისპირებისთვის მოწინააღმდეგის ძალებთან, რომლებიც გაბედავენ ან შეეცდებიან შევიდნენ ლიბანში“, - აღნიშნა მუჰამედ აფიფიმ.

მისი თქმით, „ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით საშუალო რადიუსის რაკეტების გასროლა „მხოლოდ დასაწყისია".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს