ნათია თურნავამ პოლონეთის ცენტრალური ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების პროცესი განიხილა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა პოლონეთის ცენტრალური ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მარტა ქაითლის შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრალურ ბანკებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა პოლონური მხარის მნიშვნელოვან მხარდაჭერას SEPA-ში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე და მარტა ქაითლის ამ პროცესის ხელშეწყობის თხოვნით მიმართა.

„საუბარი შეეხო გასულ წლებში პოლონური მხარის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების გაძლიერების კუთხით. ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და საფინანსო სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და პროცესების დაჩქარების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის მუშაობის დაწყებაზე. ნათია თურნავასა და მარტა ქაითლის შორის შეხვედრა პოლონეთის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს