ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნავს, რომ საქართველოს და იაპონიას ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ.

ირაკლი კობახიძე იაპონიას სხვადასხვა სექტორში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„იაპონიის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს შიგერუ იშიბას წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო აფასებს იაპონიასთან არსებულ შესანიშნავ პარტნიორობას. მადლობელი ვართ სხვადასხვა სექტორში იაპონიის მხარდაჭერისთვის. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობა“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება