თინა ბოკუჩავა - შევხვდით „ევროპის სახალხო პარტიის“, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ფრაქციის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის

შევხვდით „ევროპის სახალხო პარტიის“, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ფრაქციის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და დემოკრატიული, პროევროპული ხელისუფლების პირობებში ძალიან მალე საქართველოს შეუძლია გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, სჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს.

„დღეს ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია საქართველოზე. ჩვენ ასევე შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ფრაქციის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და დემოკრატიული, პროევროპული ხელისუფლების პირობებში ძალიან მალე საქართველოს შეუძლია გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რაც საქართველოს მისცემს წვდომას ევროპულ ფონდებზე, მილიარდობით ევროზე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება