გიგი წერეთელი - აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, რათა სწრაფად მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რაც „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა, როდესაც ძალიან დიდი კითხვის ნიშანია მომავალზე

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, რათა სწრაფად მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა, როდესაც ძალიან დიდი კითხვის ნიშანია მომავალზე, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა-ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, შესაძლებელია, რომ რეალური გახდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კეთილდღეობა.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან ბრიუსელში, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, ევროპის სახალხო პარტიასთან. არჩევნების შემდეგ, სწრაფად უნდა მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა, როდესაც ევროინტეგრაცია შეჩერებულია და ძალიან დიდი კითხვის ნიშანია მომავალზე.

შეგვიძლია ამ ყველაფერს ხალხთან ერთად, გამარჯვების შემდეგ მალე დავეწიოთ და რეალური გავხადოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კეთილდღეობა", - განაცხადა გიგი წერეთელმა ბრიუსელში, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება