შალვა მიქელაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, შალვა მიქელაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ვაკის რაიონში, შალვა მიქელაძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N23 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია იწყება.

სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრის 07:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან მიქელაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N22, N23, N24 და N25 კორპუსებთან.

ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N22 და N23 კორპუსებთან შესვლა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ღიბრაძის ქუჩის გავლით, ხოლო ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N24 და N25 კორპუსებთან მოხვედრა ვაჟა-ფშაველას II კვარტლის II ჩიხის საშუალებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება