ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა, ასევე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ფაკულტეტების დეკანებმა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, რექტორმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები და საერთაშორისო გაცვლითი შესაძლებლობები.

„ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ 100%-იანი გრანტის მქონე პირველკურსელები და ის პირველსემესტრელი სტიპენდიატები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ ადგილზე მიუთითეს ბსუ და მესამე სავალდებულო არჩევით საგანში მიიღეს მაღალი ქულა.

2024-2025 სასწავლო წლისთვის ბსუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის უფლება 1528-მა ბაკალავრმა და 170-მა მაგისტრანტმა მოიპოვა. 400-ზე მეტი პირველკურსელი ბსუ-ს 10 პრიორიტეტულ პროგრამაზე ისწავლის, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით, რეკორდულად გაიზარდა და თითქმის 100%-ს შეადგენს. ასევე 106%-ით გაზრდილია აბიტურიენტთა განაცხადების რიცხვი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მოთხოვნის მიხედვით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხუთეულშია.

ბსუ-ს ათი მოთხოვნადი პროგრამაა: ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, სამართალი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება.

უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 7 000 -ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 750-მდე უცხოელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება