გია ვოლსკი - გონივრული და პოლიტიკურად სწორია პრემიერის პოზიცია - არ ვიცით, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ანტიკორუფციული ბიურო! კარგი იქნება, თუ გამონაკლისის სახით შესაბამისს გადაწყვეტილებას დაუშვებს

გონივრული და პოლიტიკურად სწორია პრემიერ - მინისტრის პოზიცია - არ ვიცით, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ანტიკორუფციული ბიურო! კარგი იქნება, თუ გამონაკლისის სახით შესაბამისს გადაწყვეტილებას დაუშვებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი მოეხსნას.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონის შესაბამისად იმოქმედა, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, აჯობებს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს, “მათი მხრიდან კანონის უხეშად დარღვევის მიუხედავად“, სალაპარაკო არ ჰქონდეთ.

„მათი მხრიდან სადამკვირვებლო ფუნქციაზე უარი თქმა კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ არ იყოს ის პოზიტივი, რაც პროპორციული სისტემით ჩატარებულ ელექტრონულ არჩევნებს ახასიათებს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბების არც ერთი შემთხვევა არ იყოს დაშვებული. ეს რეალობა საარჩევნო კანონში ასახულია, მაგრამ ამას როგორღაც დესტაბილიზაციის გამომწვევი მიზეზები უნდა დაუპირისპირონ, რაზეც ირაკლი კობახიძემ გააკეთა აქცენტი - არავის, თუნდაც გადაცდომით მოქმედ სუბიექტებს არ უნდა მიეცეს საშუალება იმისა, რომ არჩევნების წინა პერიოდში სკანდალური ვითარება შექმნას.

კარგი იქნება თუ ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და გამონაკლისის სახით შესაბამის გადაწყვეტილებას დაუშვებს.

ხელისუფლება კომპრომისის დაშვებას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ითხოვს და არა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

მმართველი პოლიტიკური გუნდი ითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც შეიძლება კანონი განგებ დაარღვიონ იმისთვის, რომ აჟიოტაჟი და დესტაბილიზაცია შექმნან, მათი გადაცდომების მიუხედავად, როგორც მეთვალყურეები მაინც იყვნენ დაშვებული. მათ არ უნდა მიეცეთ საბაბი იმისა, რომ საერთაშორისო სტრუქტურები - თუნდაც ევროპარლამენტი, ფონდები დარაზმონ, რომლებიც საქართველოს მიმართ ასეთ ხისტ განცხადებებს აკეთებენ და ამით სტაბილურობა სათუო გახადონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება