ირინე წაქაძემ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, რუსუდან კოხოძემ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბენეფიციარების საჭიროებებს პირადად გაეცნენ. როგორც ირინე წაქაძემ აღნიშნა, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ღირსეული სიბერისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია.

„ხანდაზმულთა პანსიონატი ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას, პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებასა და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებასა უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება