კამალა ჰარისი - სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ამერიკელი სამხედროებისთვის გაცემულ ბრძანებას, ირანული რაკეტები ჩამოეგდოთ

ირანი არის დესტაბილიზაციის გამომწვევი, საშიში ძალა ახლო აღმოსავლეთში და ისრაელზე თავდასხმა მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯო ბაიდენთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ადევნებდა თვალს ისრაელზე თავდასხმას და სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ისრაელს ირანის მიერ გაშვებული რაკეტების ჩამოგდებაში დახმარებოდნენ.

„სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გაცემულ ბრძანებას აშშ-ის სამხედროებისთვის, ჩამოეგდოთ ირანული რაკეტები, რომელთა სამიზნე ისრაელი იყო, ისევე როგორც ეს აპრილში გავაკეთეთ“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

მისი თქმით, ისრაელის უსაფრთხოებისადმი მისი ერთგულება ურყევია.

„პირველადი მინიშნებები იმაზე მეტყველებს, რომ ისრაელმა ჩვენი დახმარებით შეძლო ამ შეტევის დამარცხება. ჩვენი ერთობლივი თავდაცვა იყო ეფექტური და ამ ოპერაციამ და წარმატებულმა თანამშრომლობამ გადაარჩინა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. ჩემი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევია“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ირანი საფრთხეს მხოლოდ ისრაელისთვის არ წარმოადგენს.

„ირანი საფრთხეს არ წარმოადგენს მხოლოდ ისრაელისთვის. ირანი ასევე საფრთხეს უქმნის ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს რეგიონში, ამერიკის ინტერესებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას მთელს რეგიონში, რომლებიც იტანჯებიან ირანში დაფუძნებული და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტი მარიონეტების ხელში“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება