ისრაელის მოკავშირეები ირანის სარაკეტო თავდასხმას გმობენ

ისრაელის საერთაშორისო მოკავშირეები ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გმობენ.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ძალები მობილიზებულები არიან ახლო აღმოსავლეთში, რათა აჩვენონ მისი ქვეყნის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ.

მან ასევე პირობა დადო, რომ მოაწყობს კონფერენციას ლიბანელი ხალხისა და მისი ინსტიტუტების მხარდასაჭერად და ისრაელს იქ ოპერაციების რაც შეიძლება მალე შეწყვეტისკენ მოუწოდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ გააკრიტიკა ირანის ქმედებები, რომელიც, მისი თქმით, მიუღებელია. ამასთან, მან ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან სიტუაციის განმუხტვის და მისი სრულ ომში გადაზრდის თავიდან აცილების მიზნით“, - განუცხადა შიგერუ იშიბამ ჟურნალისტებს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა ირანის სარაკეტო თავდასხმას საშიში ესკალაციას უწოდა და განაცხადა, რომ ნებისმიერი შემდგომი საბრძოლო მოქმედებები საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე.

მისი თქმით, მისი თქმით, საჭიროა რეგიონში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

„ევროკავშირი რეგიონული ომის თავიდან აცილებაში წვლილის შეტანის ერთგული რჩება​​​​​​​​​​​​​​​​“, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს