საგარეო საქმეთა სამინისტრო - საელჩო ისრაელში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების შესაძლებლობაზე ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ისრაელში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.

„ისრაელში საქართველოს საელჩო 1-ელ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას ადასტურებს. საელჩო გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელში, თელ-ავივში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება