მიხეილ სააკაშვილი - არ ვიცი, მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს - რატომღაც მგონია, ყოველგვარი მუქარის გარეშე აბარებენ საქართველოს

არ ვიცი, მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს. მე რატომღაც მგონია, რომ ყოველგვარი მუქარის გარეშე, თავისი ნებით და სიამოვნებითაც კი აბარებენ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, 26 ოქტომბერს, „დიდ ჯებირს ააშენებენ“.

„2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის გავლით, ჩვენთან ჩამოფრინდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ნოკოლა სარკოზი, რომელმაც ჩამოიტანა ომის შეწყვეტის 6 პუნქტიანი გეგმა, სადაც მე-6 პუნქტი ჩამატებული იყო რუსეთის მოთხოვნით და იყო შემდეგი შინაარსის: „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სადაო ტერიტორიების სტატუსი უნდა გაირკვეს მომავალი საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად“. ამაზე ჩვენი პასუხი იყო მტკიცე და შეუვალი - 1) ტერიტორიები არაა სადაო; 2) მათი სტატუსი წყდება საქართველოს მიერ საკუთარ შემადგენლობაში და ჩვენი მიწის კოსოვიზაციას ჩვენ არ დავუშვებდით.

დაინახა რა, რომ ფეხს არ ვიცვლიდით, სარკოზიმ მითხრა: „მიშა, შენ თუ ამ პუნქტს არ მიიღებ, მე აქედან გავფრინდები და ხვალ პუტინი მოგკლავს”. „რაც არ უნდა მიქნას, არასდროს მოვაწერ ხელს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“.

რამდენიმე საათიანი კამათის შემდეგ, მედვედევმა თვითონ დარეკა და დასთანხმდა მე-6 პუნქტის ამოღებას. ამ საუბარს ჰყავს ბევრი მოწმე, თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა.

არ ვიცი, მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს. მე რატომღაც მგონია, რომ ყოველგვარი მუქარის გარეშე, თავისი ნებით და სიამოვნებითაც კი აბარებენ საქართველოს. 26-ში წინ ამოვუშენებთ დიდ ჯებირს“, - წერს სააკაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება