ტიმ უოლცი - ისრაელის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი, აბსოლუტურად ფუნდამენტურია

ისრაელის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი, აბსოლუტურად ფუნდამენტურია, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტიმ უოლცმა „რესპუბლიკური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა შეკითხვას იმის შესახებ უპასუხეს, მხარს უჭერენ თუ არა ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმის განხორციელებას.

„ისრაელის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი, აბსოლუტურად ფუნდამენტურია. მძევლების დაბრუნება, ასევე, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება აუცილებელია“, - განაცხადა ტიმ უოლცმა.

უოლცმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის არასაიმედო ხელმძღვანელობის გამო ახლა ირანი ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის.

„ეს ისრაელის გადასაწყვეტია. ის, თუ რას გააკეთებენ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს მხარი უნდა დავუჭიროთ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, როცა ისინი ბოროტმოქმედებს ებრძვიან“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება