კახა კალაძე - გელით, ერთად აღვნიშნოთ თბილისის დღეები 5 და 6 ოქტომბერს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისობა წელს, 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიების აღსანიშნად რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები და სამეწარმეო მარკეტი. დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.

კალაძის თქმით, გაიმართება მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები.

„ორბელიანის მოედანზე სტუმრებს მუსიკალური ბენდები უმასპინძლებენ, ხოლო მათ, ვინც რიყის პარკს ეწვევა, საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ. გარდა ამისა, აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება“.

რაც მთავარია, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სხვა წყაროებით. გელით, ერთად აღვნიშნოთ თბილისის დღეები 5 და 6 ოქტომბერს“-განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება