„ქართული ოცნების“ დელეგატი ზუკა რურუა - 26 ოქტომბერს მყარად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ხმა მივცეთ მშვიდობას და წინსვლას!

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ზუკა რურუა, ქავთარაძის ქუჩის N72-ისა და ნუცუბიძის N215-ის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები. ასევე, დაიგეგმა სამომავლოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

„ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევარი ვიყავი და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ახალგაზრდებისთვის ამისათვის შესაბამისი გარემო შევქმნათ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე, აღვნიშნეთ, რომ მოქალაქეების მნიშვნელოვანი წილია იმაში, რომ დღეს გვაქვს მშვიდობა. 26 ოქტომბერს მყარად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ხმა მივცეთ მშვიდობას და წინსვლას“, - განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი - დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება