პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, “ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ურეკში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე, საპარლამენტო არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„მადლობას გიხდით თითოეულს, რომ დგახართ ჩვენს გვერდით, მხარს უჭერთ „ქართულ ოცნებას“ და ოზურგეთის განვითარებას. მინდა იცოდეთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ვიქნები თქვენი წარმომადგენელი უკვე დელეგატის სტატუსით და აქტიურად ვიზრუნებ რეგიონის უფრო მეტი წარმატებისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის!“- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება