„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს წალკის სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: საყდრიონის, განთიადის, სამებისა და აშკალას მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ პროექტებზე, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს. გარდა ამისა, განიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. დელეგატის თქმით, ამ დროისათვის ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი.

„ჩვენი გუნდის ამოცანაა, სოფლად რეალური კეთილდღეობის შექმნა და ხელისუფლებას არაერთი პროგრამა/პროექტი აქვს ინიცირებული. ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მშვიდობის დაცვა, რათა ყველა დაწყებული პროექტი თუ პროგრამა გაგრძელდეს და შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს