გიორგი ბარამიძე - საზოგადოების უმრავლესობა ხვდება, თუ ვინ და რა არის ივანიშვილი და მისი ბანდა - დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ის მიიღებს მტკიცე პასუხს ხალხისგან და ეს იქნება დიდი პანღური მოღალატეთა რეჟიმის მიმართ

ქართულ საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, თუ ვინ და რა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მოღალატური ბანდა. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ის მიიღებს ძალიან სერიოზულ, მტკიცე პასუხს ქართველ ხალხისგან და ეს პასუხი იქნება დიდი პანღური ამ მოღალატეთა რეჟიმის მიმართ,-ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ვანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმით, აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც მისი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.

გიორგი ბარამიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს იმ მოღალატეობრივ პოლიტიკას, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაიწყო.

„რაც შეეხება ივანიშვილის მორიგ ვირეშმაკულ პასუხს ამერიკისადმი, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვეული შიშით,რომ აშშ-მ და დასავლეთმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს მისი ინტერესები, თუმცა, კარგად ვხედავთ, მაგრად არის გაჭედილი და შეშინებული ვლადიმერ პუტინის და რუსეთის მიერ. აგრძელებს იმ მოღალატეობრივ პოლიტიკას, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაიწყო. ამის კულმინაცია ის, როდესაც არ ერიდება და ქართველი ხალხის წინაშე ლაპარაკობს აბსოლუტურად გაუგონარ, მიუღებელ რაღაცებს, როგორიც არის ის, რომ თურმე ანწუხელიძის და ჟიული შარტავას მკვლელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, თურმე ჩვენი მეზობლები ყოფილან და არა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, ლავროვის განცხადებებს იწონებენ და ცდილობენ, ქართველ ხალხს სხვანაირად მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ერთი ხდება და მეორეს გულისხმობენ, მაგრამ სულელი არავინ არის. ქართულ საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, თუ ვინ და რა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მოღალატური ბანდა. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ის მიიღებს ძალიან სერიოზულ, მტკიცე პასუხს ქართველ ხალხისგან და ეს პასუხი იქნება დიდი პანღური ამ მოღალატეთა რეჟიმის მიმართ. ისინი მოსროლილი იქნებიან ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე“, - განაცხადა ბარამიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება.

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“- წერს საელჩო.

მოგვიანებით, განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საელჩო ვერ დაასახელებს ვერც მისი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა