საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხელმძღვანელის სახელით მოქალაქეებს გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები არ გაგზავნიათ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხელმძღვანელის სახელით მოქალაქეებს გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები არ გაგზავნიათ.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, არანაირი შეტყობინება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან დაგზავნილი არ არის.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში. ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება