პეტრე ცისკარიშვილი  ვარშავის ფორუმზე - გაყალბებული არჩევნების ფონზე „ოცნებას“ ელოდება სანქციები და არა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა - ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო და კონკრეტული არჩევანი

გაყალბებული არჩევნების ფონზე „ოცნებას“ ელოდება სანქციები და არა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა - ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო და კონკრეტული არჩევანი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მაიკლ კარპენტერის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ატყუებს, რომ არჩევნების შემდეგ, რაღაცნაირად, მოახერხებენ და აღადგენენ მჭიდრო კავშირებს აშშ-თან“.

„უკვე თვეებია, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ატყუებს, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ისინი გეგმავენ მანიპულაციას, გაყალბებას, ზეწოლას, მოსყიდვას, რაღაცნაირად, მოახერხებენ და თითქოს, სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ, აღადგენენ მჭიდრო კავშირებს აშშ-თან. ამას, პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თეთრი სახლის წარმომადგენელი და თქვა, რომ ეს შეუძლებელია.

გაყალბებული არჩევნების ფონზე „ოცნებას“ ელოდება სანქციები და არა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო და კონკრეტული არჩევანი: უნდა ცხოვრება სიღატაკესა და იზოლაციაში თავისი ოჯახისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ უნდა განვითარება, პროგრესი, ევროპა, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლის მიღება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანას 180 გრადუსით აშორებს ევროინტეგრაციიდან და რომ აშშ გააგრძელებს ზომების მიღებას, „თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან