მიხეილ სააკაშვილი - მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი - თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში

მე მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი - თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში, იმიტომ რომ მას უნდა ქართველი ერის დასჯა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს უნდა გავერიდოთ, რუსეთთან გარიდება კი ნიშნავს არჩევნებზე „პუტინიზმის და ამ უბედურების“ დამარცხებას.

„მე მაქვს შემდგი მოწოდება - შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. ჩვენ გვჭირდება ახლა მოხალისეები, ძალიან ბევრი საარჩევნო მოხალისე. ხალხში არის დიდი ენერგია. მე მინდა ადამიანებს ვთხოვო, რომ ხელფასის გარეშე, გადადონ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარონ კარდაკარ თავიანთი მეზობლები, მოხდეს მობილიზაცია საარჩევნო ხმების და ასევე ვიყოთ მზად (და ჩვენ ვართ მზად), არჩევნების შედეგების დავისთვის იმიტომ, რომ თუ ბევრი ხალხი მოვა, ამ არჩევნებს ვერავინ გააყალბებს. ამაზე ილუზია ნურავის ექნება. მთავრობას ეს არჩევნები უკვე წაგებული აქვს,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, მას რომ 2008 წელს ბოდიშ მოეხადა და/ან ქვეყნიდან გაქცეულიყო, დღეს საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებდა.

„ივანიშვილის განზრახვაა, რომ რუსეთს რომ მიგვაერთებს, ქართველები წაიყვანოს ომში უკრაინელების წინააღმდეგ. როგორც მიჰყავთ ჩეჩნები, როგორც მიჰყავთ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ხალხი. ზუსტად ასე უნდათ თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან ქართველების შეკრება ცხვრის ფარასავით და ომში წასვლა რუსეთის მხარდასაჭერად.

ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა. რომ იძახიან არც ერთი მთავრობა ხალხისთვის არ არისო, მაშინ მე რატომ ვზივარ ამ ციხეში? მე რომ ბოდიში მომეხადა 2008 წელს, რომ მესარგებლა ჩვენი მეგობრების შეთავაზებით, რომ თავს უშველეო და ოჯახთან ერთად, განერიდე ქვეყანასო, დღეს საქართველო როგორც სახელმწიფო უკვე აღარ იარსებებდა რუკაზე.

რუსეთი ისე გადაგვსანსლავს თუ ივანიშვილი დარჩა, ისე ჩაგვასობს კბილებს და ეშვებს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში, იმიტომ რომ მას უნდა ქართველი ერის დასჯა. ამიტომ უნდა გავერიდოთ რუსეთს. რუსეთთან გარიდება ნიშნავს არჩევნებზე პუტინიზმის და ამ უბედურების დამარცხებას,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება