უკრაინამ ლიბანიდან 179 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

უკრაინამ ლიბანიდან 179 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ფრენა ლიბანიდან პოლონეთში განხორციელდა და ევაკუირებულ ადამიანებს შორის 134 უკრაინის მოქალაქეა, 45 კი სხვა ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, მოლდოვის, ბრაზილიისა და ლიბანის.

„მადლობას ვუხდით პოლონეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევაკუაციას წარმართვაში წვლილი შეიტანეს. ასევე, დახმარებისთვის ავიაკომპანია SkyUp-ს მადლობას ვუხდით“, - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აღნიშნეს, რომ ფრენა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს