მაია ომიაძე - ავიაკომპანია Transavia-ს შემოსვლა საქართველოს ცნობადობას გაზრდის საფრანგეთში და ძალიან ბევრ ახალ მოგზაურს ჩამოიყვანს ჩვენს ქვეყანაში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ავიაკომპანია Transavia France 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით შეასრულებს.

მისივე თქმით, დამატებითი პირდაპირი რეისის დანიშვნა კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს ცნობადობას და ძალიან ბევრს ახალ მოგზაურს საქართველოში ჩამოიყვანს.

„კიდევ ერთი ახალი ევროპული ავიაკომპანია Transavia საქართველოში იფრენს, 2025 წლის აპრილიდან, თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით. როგორც იცით, ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. ჩვენ ძალიან აქტიურად მარკეტინგულ კამპანიებს საფრანგეთში ვახორციელებთ. ყოველწლიურად ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებისთვის და პარტნიორების გასაცნობად საფრანგეთის ტურისტულ გამოფენას სტუმრობენ, შესაბამისად, ვფიქრობთ, დამატებითი პირდაპირი რეისის დანიშვნა კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს ცნობადობას და ძალიან ბევრს ახალ მოგზაურს საქართველოში ჩამოიყვანს“, - აცხადებს მაია ომიაძე.

ინფორმაციისთვის, Transavia France 2006 წელს დაფუძნდა. კომპანია Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაშია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის