KIU-ს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა (KUCA) და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ.

„მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით, ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელება. მათ შორის, სტუდენტთა აქტიური ჩართულობით, საუნივერსიტეტო კამპუსის მცენარეთა ცოცხალი კოლექციების განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც KIU-ს სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი ესწრებოდნენ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აგრონომიისა და ბოტანიკის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია პირადად პროფესიონალებისგან მიეღოთ.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, ბიომრავალფეროვნების დარგის ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ KIU-ს კამპუსი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქალაქ ქუთაისის ცენტრის მახლობლად. კამპუსი გაშლილია 160 ჰექტარ მიწის ფართობზე და გარშემორტყმულია ბიომრავალფეროვანი ტერიტორიით. KIU გვთავაზობს ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს. უნივერსიტეტი მოიცავს თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, კაფეტერიებს, ბიბლიოთეკებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და კვლევის ჩატარებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს