თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - „სამედიცინო განათლების პროცესების და შესაძლებლობების განვითარება“ დახურვის ცერემონია და შედეგების შეჯამება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - „სამედიცინო განათლების პროცესების და შესაძლებლობების განვითარება“ დახურვის ცერემონია და შედეგების შეჯამება გაიმართა.

ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანი იყო თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება, გამოცდილების და ცოდნის გაცვლის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ახალგაზრდა ექიმებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.

ღონისძიებაში მონაწილეობა თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ, ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ედიტე მედნემ, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაია ბიწკინაშვილმა, ქართველმა და ლატვიელმა პროფესორებმა და ასევე, სტუდენტებმა მიიღეს.

„ეს პროექტი მხოლოდ დასაწყისი იყო ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ინტენსიური თანამშრომლობისა. ჩვენ ნათლად ვხედავთ ჯანმრთელობის წიგნიერების მნიშვნელობას და საჭიროებას ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო პანდემიის დროს. ამიტომ, დეზინფორმაციისადმი საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და დიგიტალიზაციის განვითარების ხელშეწყობა დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში. ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა კვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით სტუდენტების განათლება და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის პროფესიონალებად მათი ჩამოყალიბება“,- განაცხადა თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ.

ღონისძიებაზე ლატვიის ელჩმა, ედიტე მედნემ აღნიშნა, რომ მისი მისი ოჯახის წევრები მედიცინის სფეროს წარმომადგენლები არიან, ამიტომ ის კარგად ერკვევა მედიცინასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებში.

ელჩის თქმით, ლატვიის გაწევრიანებამ ევროკავშირში, დიდი როლი ითამაშა ლატვიის სამედიცინო სექტორის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაში.

„თსუ-სთან ერთად განხორციელებული პროექტი საქართველოს, როგორც მომავალში ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაეხმარება ქართული სამედიცინო და აკადემიური პერსონალის ევროპულ სივრცეში ჩართვასა და პროფესიონალი ახალგაზრდა ექიმების აღზრდაში,“ - განაცხადა ლატვიის ელჩმა, ედიტე მედნემ.

მაია ბიწკინაშვილის განცხადებით, უწყვეტი სამედიცინო განათლების საჭიროებების გათვალისწინება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მსგავსებებისა და განსხვავებების აღმოჩენა და ერთობლივი კვლევა, ლატვიელ თანამშრომლობას კიდევ უფრო წარმატებულს ხდის. მისი თქმით, ქართველი სპეციალისტების რიგაში ვიზიტის დროს, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით თსუ-ს პროფესორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საავადმყოფოებს, ლაბორატორიებს, ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრს. საქართველოში ლატვიის საელჩოს ხელშეწყობით კი ლატვიელი კოლეგები ჩამოვიდნენ და აქაურ შესაძლებლობებს გაეცნენ. როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, ლატვიელი მედიცინის მუშაკები ქართველ კოლეგებს მუდმივ კონსულტაციებს უწევენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო