ირაკლი კობახიძე - მიხაელ როთი დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე - რაც უფრო იაქტიურებს რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს ოპოზიცია

მიხაელ როთი ძალიან დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაელ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემაში დახმარებას სთავაზობს, პრემიერი განმარტავს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.

„ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემლობა, არ შეიძლება უცხოელი ერეოდეს ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით საარჩევნო პროცესებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი, პირიქით, მიხაელ როთი ძალიან დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაელ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია“,- აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება