ირაკლი კობახიძე - როცა ამბობ, რომ თან გინდა ხელისუფლების ცვლილება და თან ისიც არ გინდა, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი გერქვას, ეს არის ნონსენსი - არ შეიძლება ასეთი გაჟეჟილი მიდგომა შეინარჩუნო

როცა ამბობ, რომ თან გინდა ხელისუფლების ცვლილება და თან ისიც არ გინდა, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი გერქვას, ეს არის, რა თქმა უნდა, ნონსენსი - არ შეიძლება ასეთი გაჟეჟილი მიდგომა შეინარჩუნო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“ ხელმძღვანელ ხათუნა ლაგაზიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ხათუნა ლაგაზიძე და მისი ორგანიზაცია პირდაპირ ეწევა საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას, თუმცა აქვე ისიც აღნიშნა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციული ზიანიდან გამომდინარე, აჯობებს, „მიშვებული იყოს ეს პროცესი“.

„ხათუნა ლაგაზიძეს პირდაპირ აქვს გაცხადებული, ყველას თვალწინ, საარჩევნო მიზანი. ის აწარმოებს საარჩევნო აგიტაციას. ცალკე საკითხია რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მისი საარჩევნო აგიტაცია. თქვენ გახსოვთ, რომ ის აორგანიზებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ კონცერტს ბათუმში და 150 კაცზე მეტი ვერ მიიყვანა, მაგრამ ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით, რა ეფექტი აქვს ხათუნა ლაგაზიძის და მისი ორგანიზაციის აგიტაცია-პროპაგანდას, ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარია სამართლებრივი მხარე. მთავარი არის ის, რომ ორგანიზაციას აქვს გაცხადებულისა სარჩევნო მიზანი. ადამიანს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი და ახლა ამბობს, რომ არ უნდა ამის სამართლებრივად აღიარება. ეს არის აბსურდი, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მე ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ლაგაზიძეს, ვერც „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ვერც სხვა რომელიმე ორგანიზაციას, გაცხადებული საარჩევნო მიზნის მიუხედავად, ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი არჩევნების შედეგებზე, რეპუტაციული ზიანიდან გამომდინარე, აჯობებს, რომ მიშვებული იყოს ეს პროცესი. გავყვეთ არა წმინდა სამართლებრივ გზას, არამედ გავითვალისწინოთ მიზანშეწონილობის კომპონენტი.

არის ადამიანი, ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პირდაპირ გაცხადებული მიზანი, რომ არ უნდა არსებული ხელისუფლების დარჩენა მმართველობის სათავეში და ასეთ დროს როცა რაღაცას აპროტესტებ გაუგებარია. არ შეიძლება ასეთი გაჟეჟილი მიდგომა შეინარჩუნო. ან უნდა თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილება გინდა, ან უნდა თქვა, რომ არ ერევი ამ საკითხში. როცა ამბობ, რომ თან გინდა ხელისუფლების ცვლილება და თან ისიც არ გინდა რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი გერქვას, ეს არის, რა თქმა უნდა, ნონსენსი,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია