პრემიერმა განმარტა, თუ რატომ გადადგა გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან ისეთ დროს, როდესაც არჩევნების შემდეგ მთელი მთავრობა ისედაც უნდა გადადგეს და ხელახლა დაკომპლექტდეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ გადადგა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან ისეთ დროს, როდესაც არჩევნების შემდეგ მთელი მთავრობა ისედაც უნდა გადადგეს და ხელახლა დაკომპლექტდეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამილახვარს კერძო სექტორში დაბრუნება სურდა.

„რაც შეეხება თავად გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებას, აქ დასაბუთება იყო შემდეგი, მას ზოგადად სურდა კერძო სექტორში დაბრუნება. პირადად მე მასთან ძალიან ახლო პიროვნული ურთიერთობა მაქვს და ამ სურვილთან დაკავშირებით მესაუბრებოდა. რაც შეეხება თარიღს, თარიღთან დაკავშირებით შემდეგი ლოგიკით იყო მისგან ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული - მოგეხსენებათ, ჩვენ საარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობთ და ეს პროგრამა შემდეგი 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, მისი ლოგიკა ეს იყო და საბოლოოდ, ჩვენც გავიზიარეთ, რომ სასურველია ამ ეტაპზევე პროგრამის მომზადებაში ჩართული იყოს ის ადამიანი, რომელიც შემდეგ პასუხისმგებელი იქნება ამ პროგრამის აღსრულებაზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო ის, რომ მინისტრმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ. მან საშუალება მისცა ახალ მინისტრს, რომ თავადაც მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც განათლების საკითხებს ფართოდ მოიცავს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ უკავშირდება ამილახვარის გადადგომა ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს არაფერ შუაში არ არის. „რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციას, აქ ქარიშხალია პატარა ჭიქაში. არაფერ შუაში არ არის“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.

აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძე გიორგი ამილახვარს შეცვლის. გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს