ისრაელმა ანტონიო გუტერეში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში„პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ანტონიო გუტერეშის გამოხმაურებაზე პასუხს წარმოადგენს.

„მან ირანი სახელით ვერ მოიხსენია და ირანის აგრესია კატეგორიულად ვერ დაგმო. ის, ვინც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ირანის საშინელ თავდასხმას ვერ გმობს, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმას არ იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს