თამარ კორძაია - ვაგრძელებთ ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას - დავიტოვებთ მცირე იმედს, რომ დაიცავენ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

ვაგრძელებთ ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას - დავიტოვებთ მცირე იმედს, რომ დაიცავენ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კორძაიამ განმარტა, სააპელაციო სასამართლოში გრძელდება დავა საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით.

“ჩვენ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ვაგრძელებთ ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას. დღეს სააპელაციო სასამართლოში გრძელდება დავა საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით.

რადგან კანონი გვაძლევს იმის უფლებას, რომ გავასაჩივროთ ცესკოს განკარგულება უბნების არ გახსნასთან დაკავშირებით, ესე იგი კანონი იძლევა საშუალებას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ იმსჯელოს ამ საკითხზე, უბნები გახსნას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დავიტოვებთ იმ მცირე იმედს, რომ ისინი მაინც დაიცავენ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“,- აღნიშნა კორძაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი