„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მაგისტრალური მილის 5 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთის დემონტაჟი და ახალი მილსადენით ჩანაცვლება მიმდინარეობს, რის შემდეგაც განახლებული ქსელი ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები გახანგრძლივდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება 3 ოქტომბერს 00:15 საათიდან სრულად აღუდგება: სამგორის რაიონში: მე-8 ლეგიონისა და სამგორის დასახლებებს; კახეთის გზატკეცილისა და აეროდრომის დასახლების ნაწილს; ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონისა და ზემო პლატოს მე-2 მიკრო რაიონების ნაწილს; ონაშვილის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელისა და იოზეფ მანდელშტამის ქუჩებს; ხომლელის, წულუკიძის, ზანდუკელის, შუამთისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს;

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება