სოფელ ყულარში სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლაში, სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა, რომელშიც 21 აღსაზრდელი ისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პირველი ოქტომბრიდან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჯამში 8 სასკოლო მზაობის ბილინგვურმა ჯგუფმა დაიწყო ფუნქციონირება. აღნიშნული სასკოლო მზაობის ცენტრები ,,ბავშვის განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, სკოლამდელი აღზრდის მომსახურების ხარისხის დივერსიფიკაცია და გაუმჯობესება მარნეულის მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

სოფელ ყულარში, სასკოლო მზაობის ჯგუფი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაურ დარგალმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პოლონეთის საელჩოს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს.

პროექტის პარტნიორები არიან: მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი და პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება