ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ქუთაისში გაცნობითი ხასიათის იყო.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე, საერთო პროექტებსა და მომავლის გეგმებზე.

დავით ერემეიშვილმა გარეტ უორდს გააცნო ქუთაისის ისტორიული მნიშვნელობა, ქალაქის განვითარების მთავარი ასპექტები და მიღწევები სხვადასხვა სფეროში.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქუთაისის და ნიუ პორტის სანიმუშო მეგობრობაზე, ასევე, ქუთაისის, როგორც იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი ქალაქის, განვითარებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება