„დიდი შვიდეული“ - ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტი არავის ინტერესშია და დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია

“დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მკაცრად დაგმეს ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე და გამოთქვეს იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტილებების მეშვეობით დეესკალაცია მოხდება, - ამის შესახებ აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში, რომელიც საგანგებო სატელეფონო კონფერენციის შემდეგ გავრცელდა.

„ლიდერებმა მტკიცედ დაგმეს ირანის თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ. შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ რეგიონულ დონეზე დაძაბულობის შემცირების მიზნით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეგიონის მასშტაბით კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის და დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი, თავის მოკავშირეებთან ერთად, უპირობოდ უჭერს მხარს ისრაელს თავდაცვისთვის ბრძოლაში, მაგრამ ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებს. ამასთან, მისი თქმით, შვიდივე ქვეყანა თანხმდება, რომ ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება, მაგრამ „პროპორციულად უნდა უპასუხონ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს